უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა იყო – რუსეთის სამიზნე ისევ ენერგოობიექტებია

რუსეთმა ზე მიიტანა მორიგი კომბინირებული შეტევა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ ხარკოვის და ოლქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სულ მცირე 10 დარტყმა იყო. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აფეთქებები იყო ს, ლვოვის და ზაპოროჟიეს ოლქებშიც.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ გერმან გალუშჩენკოს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვის და კიევის ოლქებში შეუტია გენერაციის ობიექტებს და გადამცემ სისტემებს.
ს მორიგი თავდასხმის გამო უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაში გვიან ღამით გამოცხადდა და დილის შვიდ საათამდე გაგრძელდა. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოლქებს შეუტიეს დრონებით და ფრთოსანი და აერობალისტიკური რაკეტებით.
უკრაინაზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ზომების მიღება დასჭირდა უკრაინის მეზობელ, ნატოს წევრ პოლონეთს. შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნეს.
გამოცემა Financial Times-ი 9 აპრილს წერდა, რომ რუსეთმა შეცვალა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევის ტაქტიკა და ელექტროქვესადგურებს მაღალი სიზუსტის რაკეტებით ურტყამს ნაკლებად დაცულ რაიონებში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში