უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი შეტევა იყო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებზე. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დღეს, 1 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და ოკუპირებული ყირიმიდან, ხოლო მართვადი საავიაციო რაკეტებით – ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.
საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და დნეპტროპეტროვსკის ოლქებში.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 25-დან 18 დრონი და 2-დან 1 რაკეტა. მოუგერიებელი უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტით დარტყმების შედეგებზე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არაფერს იუწყება.
დრონებით შეტევის საფრთხის გამო, დღეს დილით საჰაერო განგაში იყო კიევის, სუმის, პოლტავის და ჩერნიგოვის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის არმიამ ყირიმზე სცადა უეკიპაჟო კატერით შეტევა, რომელიც მოგერიებულია და კატერი შავი ზღვის ფლოტის ავიაციის საშტატო იარაღით გაანადგურეს.
საომარი მოქმედებების მონაწილე მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწება გართულებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო