უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

რუსმა სამხედროებმა ზე მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ძალებმა ხუთი მართვადი საზენიტო რაკეტით შეუტიეს ხარკოვის ოლქს და ორი მართვადი საავიაციო რაკეტით – სუმის ოლქს.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ხარკოვის ოლქში სარაკეტო დარტყმა იყო სახანძრო ნაწილზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი მაშველი. დაზიანებულია შენობა და ოთხი სახანძრო ავტომანქანა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე იერიში მიიტანეს 22 უპილოტო საფრენი აპარატითაც. საჰაერო ძალების თანახმად, ს, პოლტავის, ხმელნიცკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ზაპორჟიეს და როვნოს ოლქების ფარგლებში 17 დრონი ჩამოაგდეს.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ კრივოი-როგში დაზიანებულია რამდენიმე სახლი და საწარმო. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. უკრაინის ხელისუფლება სხვა შედეგებზე ჯერჯერობით არაფერს იუწყება.