უკვე ოფიციალურად – “ნაპოლის” მწვრთნელად კალცონა დაინიშნა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელი ვალტერ მაცარი გადაყენა და მის ნაცვლად სლოვაკეთის ნაკრების 55 წლის თავკაცი ფრანჩესკო კალცონა დანიშნა.
კალცონა “ნაპოლის” სლოვაკეთის ნაკრებთან შეთავსებით სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
დე ლაურენტისმა Sky Sport-ს განუცხადა, რომ მაცარი მისი ოჯახის მეგობარია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, მაგრამ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა, კალცონა კი ფეხბურთელების 80%-ს იცნობს, გაუჭირდება მოკლე დროშო გუნდის “ბარსელონასთან” მატჩისათვის მომზადება, დილით ნეაპოლში თანაშემწეებთან ერთად იქნება, შემდეგ კი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე წარადგენს. კითხვაზე, სწორია თუ არა კალცონას დანიშვნა, დე ლაურენტისმა უპასუხა, რომ ამას
მომავალში გაიგებენ.
“ნაპოლის” მფლობელმა თქვა, რომ კალცონას ერთ-ერთი ასისტენტი მათი ყოფილი ფეხბურთელი მარეკ ჰამშიკი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში