“უკვე დაკარგეს ლოგიკასთან კავშირი” – რასა იუკნევიჩიენე

“უკვე დაკარგეს ლოგიკასთან კავშირი” – რასა იუკნევიჩიენე
ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ს განცხადებას ეხმაურება, სადაც პაპუაშვილმა თქვა, რომ იუკნევიჩიენეს “აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი“.
“მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათ უკვე დაკარგეს ლოგიკასთან კავშირი. სხვათა შორის, გასულ ვადაში რუსი ოლიგარქის, ს რეჟიმი თავს დაესხა კიდევ ერთ პარლამენტარს, გერმანელ მწვანეთა წარმომადგენელ ვიოლა ფონ კრამონს. როგორც ჩანს, ისინი შეგნებულად ირჩევენ ქალ პოლიტიკოსებზე თავდასხმას — ასეთია ამ კაცების ტრადიციული დამოკიდებულება. თუმცა მე ეს მოტივაციას მაძლევს. ვასრულებ პარლამენტის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობიან საქმეს და მოხარული ვარ, რომ ჩემი ინიციატივით მომზადებულმა და მიღებულმა რეზოლუციამ ყველა პოლიტიკური ჯგუფისგან ასეთი დიდი მხარდაჭერა მიიღო“, – წერს ევროპარლამენტარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!