უიტკოფი რუსებს ტრამპთან მოსალაპარაკებლად რჩევებს აძლევდა – მედია

ს სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა გასულ თვეში კრემლის მაღალჩინოსანს განუცხადა, რომ ში მშვიდობის მისაღწევად საჭირო იქნებოდა ს მიერ დონეცკზე კონტროლის დამყარება და, შესაძლოა, ცალკეული ტერიტორიული გაცვლაც კიევსა და მოსკოვს შორის – ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალების, Bloomberg-ის მიერ მოპოვებული საუბრის აუდიოჩანაწერი მეტყველებს.
ამავე ინფორმაციით, 14 ოქტომბერს, ს პრეზიდენტის, ს მთავარ თანაშემწე იური უშაკოვთან სატელეფონო საუბრისას, უიტკოფმა თქვა, რომ მიწის საკითხზე დათმობა აუცილებლად მიაჩნდა, თან უშაკოვს ურჩევდა, რომ რუსებს ტრამპისთვის მიელოცათ ღაზის სექტორში მიღწეული შეთანხმება, ეწოდებინათ მისთვის “მშვიდობის კაცი” და ამერიკის პრეზიდენტთან საუბრებში დისკუსიები უფრო ოპტიმისტურ ჭრილში წარმოეჩინათ.
ზემოხსენებული სატელეფონო საუბარი შედგა იმ დროს, როდესაც ტრამპის პოზიცია მოსკოვის მიმართ გამკაცრებას იწყებდა. უიტკოფ-უშაკოვის საუბრის დღეს ტრამპმა პუტინის ომის დასრულების სურვილის არქონის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და თქვა: „არ ვიცი, რატომ აგრძელებს ის ამ ომს. მას უბრალოდ არ სურს ამ ომის დასრულება.“ ამ პერიოდში ტრამპი მიანიშნებდა, რომ მას უკრაინისთვის შესაძლოა გადაეცა ტომაჰავკის ტიპის რაკეტები, რაც საბოლოოდ გადაიფიქრა.
„გეუბნები, ვიცი, რა დასჭირდება სამშვიდობო შეთანხმებას: დონეცკი და, შესაძლოა, მიწის გაცვლა სადღაც,“ – განუცხადა უიტკოფმა უშაკოვს ხუთწუთიანი საუბრისას, Bloomberg-ის ტრანსკრიპტის მიხედვით. „მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ასე ვილაპარაკოთ, მოდი, უფრო იმედის მომცემად ვისაუბროთ, რადგან ვფიქრობ, აქ შეთანხმებას მივაღწევთ.“
ტრამპის წარმომადგენელმა ასევე შესთავაზა ტაქტიკური რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა წამოეყენებინა პუტინს ეს საკითხი ტრამპთან, მათ შორის ურჩია, რომ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი დაგეგმილიყო ს თეთრ სახლში ვიზიტამდე, რომელიც იმავე კვირის ბოლოს იყო დანიშნული.
ოთხშაბათს უშაკოვმა სატელეფონო საუბრის ავთენტურობა, როგორც ჩანს, დაადასტურა, რადგან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ჩანაწერის გაჟონვა სავარაუდოდ მოლაპარაკებებისთვის ხელის შეშლის მცდელობა იყო.
„რაც შეეხება უიტკოფს, შემიძლია ვთქვა, რომ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ ის მოსკოვში მომავალ კვირას ჩამოვა,“ – თქვა უშაკოვმა.
The Guardian-ის შეფასებით, ბლუმბერგის მიერ გავრცელებული ჩანაწერი პირდაპირ წარმოდგენას გვიქმნის უიტკოფის მოლაპარაკებების მიდგომაზე და, როგორც ჩანს, ცხადყოფს საიდან წარმოიშვა ის საკამათო 28-პუნქტიანი სამშვიდობო წინადადება, რომელიც ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა.
საუბარში უიტკოფმა, რომელიც ჩართული იყო ღაზის სექტორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, მოსკოვსა და ვაშინგტონს ურჩია, შეემუშავებინათ ერთობლივი სამშვიდობო ჩარჩო, რომელიც ამ შეთანხმებას მიჰბაძავდა. „[ღაზაში] ჩვენ შევადგინეთ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც 20 პუნქტისგან შედგებოდა მშვიდობისთვის, და ვფიქრობ, იქნებ თქვენთანაც იგივე გავაკეთოთ,“ – თქვა მან.
როგორც ჩანს, უშაკოვმა რჩევების ნაწილი გაითვალისწინა. პუტინი ტრამპს „მიულოცავს“ და იტყვის: „ბატონი ტრამპი ნამდვილი მშვიდობის ადამიანია,“ – თქვა მან.
28-პუნქტიანი წინადადება მოითხოვდა უკრაინისგან მთელი დონეცკის რეგიონის რუსეთისთვის დათმობას, მათ შორის იმ ტერიტორიების, რომლებიც ამჟამად უკრაინის კონტროლის ქვეშაა. რუსეთს დონეცკის სრულად დაპყრობა ჯერ არ მოუხდენია.
ეს ტერიტორიები გახდებოდა დემილიტარიზებული ბუფერული ზონა, რომელიც საერთაშორისოდ რუსეთის ტერიტორიად იქნებოდა აღიარებული. ეს გეგმა რუსეთს ასევე გადასცემდა ლუგანსკისა და ს კონტროლს, ხოლო ხერსონსა და ზაპოროჟიეში არსებულ საბრძოლო ხაზებს გაყინავდა.
პუტინმა ამ თვეში განაცხადა, რომ -ის ეს გეგმა შეიძლება გამხდარიყო „საბოლოო მშვიდობიანი დარეგულირების საფუძველი“, თუმცა კრემლი ამტკიცებს, რომ ვაშინგტონთან ეს წინადადება დეტალურად არ განუხილავს.
ეს ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც ტრამპმა სამშაბათს თქვა, რომ უიტკოფს პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გზავნის, ხოლო -ის არმიის მდივანს, დენ დრისკოლს, უკრაინელებთან – რასაც შესაძლოა ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში შეხვედრა მოჰყვეს პარასკევს.
„მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას მალე, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ომის დასრულების შეთანხმება საბოლოო იქნება, ან მის ფინალურ ეტაპზე,“ – დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში.