“უზრდელი ან სუნიანი ქართველი არ გინახავთ?” – ბადრი გრიგალაშვილი

პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:
ამ ბედობა დღეს კი არ მინდოდა ამდენი პოლიტიკა, მაგრამ ერთიც და ვსო.
მე ყველაზე მეტად ამ ეთნონაციონალისტურ დისკურსში, ქართველების ქედმაღლობა მაღიზიანებს. თითქოს აქ ქართველობის რაღაც ისეთი სტანდარტი გვქონდეს დადებული, რომ ასე მარტივად შეგვეძლოს ყურება ნებისმიერ უცხოელზე, მათ შორის ინდოელეზე. – რამე მორალური ღირებულებითი შეთანხმება გვაქვს ერს? ჩვეულებრივი საბჭოთა მორალით მოძრაობს უმრავლესობა. აქეთაც და იქითაც. – ქრისტიანულად ვცხოვრობთ? ძალიან ბევრს ჯვრით ხელში განსხვავებულ ადამიანზე ძალადობა ნორნალურად მიაჩნია. – დემოკრატიას გვაქვს აყვავებული? – უზრდელი ან სუნიანი ქართველი არ გინახავთ? – თუ ქართველები სხვა ქვეყნებს არ აწუხებენ? მეტიც, სახელი გვაქვს ბევრ ნორმალურ ქვეყანაში კრიმინალის გამო. ეიფელის კოშკთან და ბურჯ ხალიფასთან ახალ წელს რომ ვპოზიორობთ მაგაზე აღარაფერს ვამბობ. შეგერგოთ ყველას. მაგრამ ვინმე ემირატელმა რომ თქვას ქართველებმა ხო შეგვაწუხესო, ნუ გაგიკვირდებათ. ზოგადად, ნორმალურია ადამიანს საკუთარ გემოვნება გააჩნდეს – არ მოწონდეს ტრანსების ჩაცმულობა, ინდოელების ჰიგიენა, ლეზგინკის ცეკვა, მეტიც, კერძო საკუთრებაში დისკრიმინაციაც ნორმალურად მიმაჩნია – ქართველი ტაქსისტი თუ ინდოელს არ მოემსახურება მოსულა ჩემითცუს, მაგრამ ეროვნულობის ნიშნით მოვთხოვო მთავრობას ადამიანების დასჯა – ეს არ მგონია მორალური. როცა ალტ-ინფოელი ჰომოსექსუალებზე ამბობენ სახლში რაც უნდათ ის აკეთონო, არ მინდა მეც იგივე ვიყო – ოღონდ სხვა ნიშნით ვითხოვდე იგივეს. მორალური ღერძის პატივსცემა აუცილებელი მგონია ადამიანების საზოგადოებაში. პირველ რიგში, ჩვენ ვართ ადამიანები და მერე ქართველები, ინდოელები და გერმანელები. პ.ს. ჩვენ თუ ქართველობის სტანდარტს ავწევთ და მყარ იდებტობას შევქმნდით, უცხოელების მიღება არ იქნება საშიში. ამ სტანდარტის შექმნაში ხელს რეჟიმი გვიშლის.
მთავარი პრობლემა არის რ ე ჟ ი მ ი.