უზენაესმა სასამართლომ ტრამპის იმუნიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების დაჩქარებაზე უარი თქვა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა, დაეჩქარებინა გადაწყვეტილების გამოტანა იმასთან დაკავშირებით აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი სისხლის სამართლის დანაშაულზე, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხება.
მოსამართლეებმა სპეცპროკურორ ჯეკ სმიტის არაორდინარული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. როგორც Reuters წერს, უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა გვერდი აევლო ქვედა ინსტანციის სააპელაციო სასამართლოსთვის, რათა ტრამპის სისხლისსამართლებრივ იმუნიტეტთან დაკავშირებით საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღება დაეჩქარებინა. არჩევნების საქმეზე ტრამპს სასამართლო მარტში ელოდება.
სასამართლომ გადაწყვეტილება ახსნა-განმარტების გარეშე მოკლე ერთგვერდიანი დადგენილებით გამოსცა.
ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დააჩქარა აღნიშნული საკითხის განხილა და ზეპირი მოსმენა 9 იანვარს ჩანიშნა.
მხარდამჭერებისთვის მიმართვის დროს, ტრამპმა უზენაესის გადაწყვეტილებას გამარჯვება უწოდა, მაგრამ დაამატა: “მაინც მომიწევს ჩემი უფლებებისთვის სააპელაციო სასამართლოში ბრძოლა”.
პროკურატურა ტრამპს ადანაშაულებს, რომ სქემების მეშვეობით ის 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმებას ცდილობდა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ საქმის განხილვა უნდა შეწყდეს, რადგან ყოფილ პრეზიდენტს არ შეიძლება სისხლის სამართლის ბრალი წარედგინოს ქმედებისთვის, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობასთან არის დაკავშირებული.
-ის საოლქო მოსამართლემ ტანია ჩუტკანმა უარყო ეს სარჩელი 1 დეკემბერს, რის გამოც ტრამპმა აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ტრამპის აპელაციამ შეაჩერა მისი სასამართლო პროცესი, რომელიც ამჟამად მარტშია დანიშნული.
ტრამპის სასამართლო პროცესის გადადების თავიდან აცილების მიზნით, სმიტმა 11 დეკემბერს მოუწოდა უზენაეს სასამართლოს დაჩქარებული გადაწყვეტილება მიეღო – მაშინაც კი, რომ კოლუმბიის ოლქის სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებას ჩქარობს.
თუ ტრამპის პრეზიდენტი ხელახლა გახდა, მას შეუძლია ნებისმიერი ფედერალური დანაშაულისთვის შეიწყალოს თავი.

ასევე დაგაინტერესებთ