უზბეკეთში მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ხელს შევუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე

მნიშვნელოვანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეკონომიკური პოტენციალი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უზბეკეთი საინტერესოა ქართული კომპანიებისთვისაც, რადგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა.
„უზბეკეთში იმართება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეათე სხდომა. უზბეკეთთან ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამიურად იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო, გადაზიდვების და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა. ორ ქვეყანას შორის პოტენციალი ჯერ კიდევ არ გვაქვს სრულად ათვისებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ეკონომიკური პოტენციალი.
უზბეკეთი საინტერესოა ქართული კომპანიებისთვისაც, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ქვეყანა, რომელიც თითქმის მილიონი ადამიანით იზრდება წელიწადში. აქედან გამომდინარე ქართულ კომპანიებს აქვთ დაინტერესება უზბეკეთის ბაზარზე შესვლის. ვფიქრობ, რომ ეკონომიკური კომისიის ფარგლებში მოგვეცემა საშუალება და ხელს შევუწყობთ ქართული კომპანიების გაფართოებას უზბეკეთის ბაზარზე. ასევე ვისაუბრებთ იმ მიმართულებებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას, სავაჭრო ურთიერთობების ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ასევე ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროების წახალისებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს