უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინეს

ჯოზეფ ბორელმა უზბეკეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის კანდიდატურა წარადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
ტოივო კლაარის კანდიდატურის დამტკიცება უზბეკეთის მთავრობის ოფიციალური თანხმობის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, ესტონელი დიპლომატი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა