უზბეკეთი და სომხეთი აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ათეულში არიან – Seasia

Insider Monkey-ის მიერ შეგროვებული მონაცემების მიხედვით, აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მაკაოშია. იქ მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი 2024 წელს 27.1%-ია. მაკაოს მოსდევს ინდოეთი 6.3%-ით და კამბოჯა 6.1%-ით.
Insider Monkey წერს, რომ 2024 წლის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის მონაცემები აღებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა ბაზიდან, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე ზრდა გამოითვლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე ფასების მონაცემებზე დაყრდნობით 2023 და 2024 წლებში.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ათეულშია უზბეკეთი და სომხეთი – 5.5%-იანი და 5%-იანი ეკონომიკური ზრდით. მე-11-ზეა ტაჯიკეთი, მე-15-16-ზე – და ტაჯიკეთი.
ტოპ 20 აზიური ქვეყნის ჩამონათვალი სწრაფი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით ასეთია:
მაკაო – 27.2%-იანი ზრდა;
ინდოეთი – 6.3%;
კამბოჯა – 6.1%;
ბანგლადეში – 6%;
ფილიპინები – 5.9%;
ვიეტნამი – 5.8%;
უზბეკეთი – 5.5%;
სომხეთი – 5%;
ნეპალი – 5%;
ინდონეზია – 5%;
ტაჯიკეთი – 5%;
მალდივები – 5%;
მონღოლეთი – 4.5%;
მალაიზია – 4.3%;
ყირგიზეთი – 4.3%;
ყაზახეთი – 4.2%;
ჩინეთი – 4.2%;
ლაოსი – 4%;
ბრუნეი – 3.5%;
ტაილანდი – 3.2%.