უვიზო რეჟიმის შეჩერების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ პოზიცია შევიცვალე — როთი

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთის განცხადებით, ევროკავშირში ბევრი მთავრობა უკვე განიხილავს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას.
როგორც როთმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, თავად წინააღმდეგი იყო უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შეიცვალა.
„მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი უვიზო რეჟიმის შეჩერების, მაგრამ პოზიცია შევიცვალე და ეს მიჭირს. ვიცი, რომ ამისთვის ჩემმა მეგობრებმაც ძალიან მაღალი ფასი უნდა გადაიხადონ, მაგრამ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც გვაქვს ჩვენი მხრიდან, რათა თბილისს მივაწოდოთ მკაფიო გზავნილი, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული პოლიტიკა. ამ მთავრობამ უნდა გადაიხადოს ფასი. ამიტომაც დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ასეთი ვითარება, რადგან ვიცი, რომ ევროკავშირში ბევრი მთავრობა და არა — ყველა, უკვე განიხილავს უფასო სავიზო რეჟიმის შეჩერებას“, — განაცხადა როთმა.
მისი თქმით, თუ ქართული საზოგადოება გადაწყვეტს, რუსულ ცხოვრებას მიანიჭოს უპირატესობა, ევროკავშირმა ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცე.
„მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ იცხოვროთ ორ სამყაროში. ეს არის სერბული გზა. სერბეთის ლიდერი, ბატონი ვუჩიჩი ეუბნება თავის ხალხს, ჩვენ შეგვიძლია ორივე გვქონდეს. ჩვენ ძალიან მჭიდრო ისტორიული ეკონომიკური კავშირები გვაქვს რუსეთთან, მაგრამ მეორე მხრივ ფულს ბრიუსელიდან და გერმანული ინვესტიციებიდან ვიღებთ. არავითარ შემთხვევაში. თუ მმართველი პარტია მკითხავს, ვეტყვი, მეგობრებო, სერბული მოდელი არ არის წამახალისებელი“, — დასძინა როთმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მილოცვისთვის, თითოეული გზავნილი ძალიან ყურადსაღებია და ვიმოქმედებთ შესაბამისად

ირაკლი კობახიძე – არც ერთ ქვეყანაში პარლამენტს არ სჭირდება ოპოზიციის ლეგიტიმაცია – პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება