უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის მესამე მოდული

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას Pro ლიცენზიის კურსის მესამე მოდული მიმდინარეობს.
PRO ლიცენზიის მიმდინარე ახალი კურსში მონაწილეობას იღებენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები. კურსზე, რომელიც 8 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, 21 მონაწილე ირიცხება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია და სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი იმართება. სფფ-ის მიერ ორგანიზებული კურსების წარმატების დასრულების შემდეგ, თითოეულ მონაწილეს უეფას წევრ ქვეყნებში შეუძლიათ
შესაბამისი საქმიანობის განხორციელება.
GFF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში