საბა გოგლიჩიძემ „უდინეზეში“ წარდგენის შემდეგ კომენტარი გააკეთა და კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლის გამო კმაყოფილება გამოთქვა.
„გასულ წელს სერია A-ში პირველი სეზონი ჩავატარე და ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. აქ ყველა მეხმარება და ჩვენც ბევრს ვმუშაობთ. თანაგუნდელებისგან დიდ ენერგიას ვგრძნობ და იმედი მაქვს, რომ გუნდის დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.
გასულ სეზონში „უდინეზეს“ წინააღმდეგ ორი მატჩი ჩავატარე. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ამ გუნდის წევრი გავხდი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ამ შესანიშნავ გუნდში ჩარიცხვა ჩემს კარიერაში დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ჩემთვის იდეალური პოზიცია დაცვის ცენტრში თამაშია, მაგრამ ყველა სქემისთვის მზად ვარ. ჩემი კერპი სერხიო რამოსია – მომწონს მისი თამაშის სტილი, მენტალიტეტი, ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.
„უდინეზეში“ პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მინდა, თანამემამულეებმა ჩემით იამაყონ. საფეხბურთო კარიერა 2-ნომრიანი მაისურით დავიწყე და „უდინეზეშიც“ ეს ნომერი სწორედ ამიტომ ავირჩიე“, – განაცხადა საბა გოგლიჩიძემ.
