“უდიდესი ბოდიში, ეს რომ არ მოგიყვეთ, არ შემიძლია” – რა შეემთხვა სტამბულის აეროპორტის ტუალეტში ნათელაშვილს?

პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
მოკლედ უდიდესი ბოდიში, მაგრამ ეს ამბავი რომ არ მოგიყვეთ არ შემიძლია. ესეიგი ვინაიდან რეგისტრაციაზე მაგვიანდებოდა ელვის სისწრაფით შევვარდი სტამბულის აეროპორტის ტუალეტში. ვიდექი ისე როგორც ამ დროს მამაკაცებს შეეფერება, უცებ იქით აქეთ დამიდგა ორი ფაშფაშა კაბიანი არსება, რამაც გამოიწვია შოკი, თან სახეში შეხედვის მომერიდა და თვალმა ირიბად დააფიქსირა ეს ფარშევანგივით კაბები, ვიფიქრე რომ მომეჭრა თავი და ქალების სექციაში მოვხვდი , მაგრამ მეორე არანაკლები შოკი იყო იმის გაფიქრება თუ როდიდან დაისაკუთრეს ქალბატონებმა კაცების მსგავსი პოზები ამ სფეროშიც, ვიფიქრე რომ ეს ფემინისტები იყვნენ ანუ კაცებთან თანასწორობის აქტივისტები. საბოლოო ჯამში ხელში შემრჩა ეს ორი შოტლანდიელი მამაკაცი თავიაანთი ეროვნული ფორმით. ჭირი იქა, ლხინი აქა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)