21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში და რუსთავშია.
კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე 101.41PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 100-დან ზემოთ უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება, 50-დან ზემოთ კი ცუდად, 57.55 PM2.5 მკგ/მ3, ამ შემთხვევაში კი უკვე ძალიან ცუდ ხარისხად 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი ითვლება.
ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე #35ა მაჩვენებლები 77.95PM10 მკგ/მ3-ია 50.74PM2.5 მკგ/მ3-ია. ბათუმის ქუჩაზე მაჩვენებლები 102.82 PM10 მკგ/მ3-ია 69.18PM2.5 მკგ/მ3-ია.
PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები