პოლიციის ცნობით, ორი საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი ერთდროულად ცდილობდა ორი სხვა მანქანის გადასწრებას და პირდაპირ შეეჯახნენ ერთმანეთს. ერთმა ავტობუსმა ავარიის თავიდან ასაცილებლად გადახვევა სცადა, მაგრამ მხოლოდ „ჯაჭვური რეაქცია“ გამოიწვია, რის შედეგადაც სხვა მანქანებმაც დაკარგეს კონტროლი და გადაბრუნდნენ.
თავდაპირველად პოლიციამ განაცხადა, რომ 63 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით განმარტეს, რომ ამ რიცხვში შეცდომით შეიტანეს უგონო მდგომარეობაში მყოფნი.
დაშავებულები დასავლეთ ქალაქ კირიანდონგოს სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ განაცხადა, რომ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ „მწუხარებით“ შეიტყო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს. მისი ბრძანებით თითოეულ დაღუპულის ოჯახებს გადასცემენ ხუთ მილიონ შილინგს (1,430 აშშ დოლარი), დაშავებულებს კი – მილიონი შილინგს.
ფორუმი
