უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში

უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში
ამირან სალუქვაძის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც ეხება ს მიერ, სპორტის განვითარებაში ჩადებულ ფინანსებს:
“უბრალოდ, სია ჩაიკითხეთ თავიდან ბოლომდე და წარმოიდგინეთ რამდენ სპორტულ ფედერაციას ინახავდა ფონდი “ქართუ” მრავალი წლის განმავლობაში.
ბევრისთვის სიის წაკითხვა იქნება სირთულე, დროის დაკარგვა. ამ სიის უკან კი გადარჩენილი ფედერაციებია, სპორტის სხვადასხვა სფეროების განვითარებაა, აშენებული სტადიონები და მოედნებია და, ბოლო-ბოლო, სამუშაო ადგილებია, დასაქმებული ადამიანებია.
ფონდ “ქართუს” საქველმოქმედო პროგრამები სპორტის სფეროში (2000-2022 წლები)
– ფარიკაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
– წყალბურთის სპორტული კლუბი ,,ივერია”-ს საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
– სამბოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
– რაგბის კავშირის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2019);
– რაგბის მოედნების შენახვის და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (2009-2022);
– მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2000-2022);
– ჭადრაკის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– სროლის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– კრივის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– ძიუდოს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– კარატეს ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– ხელბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა;
– მერჯევის სტადიონის რესტავრაცია (2009);
– საჩხერის სტადიონის მშენებლობა (2009);
– ,,შევარდენის” რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა (2009-2011);
– ავჭალის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2009-2011);
– რუსთავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2010-2012);
– ასპინძის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2012);
– მარტყოფის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა
დიდი დიღმის სარაგბო ბაზის მშენებლობა (2010-2014);
– ქუთაისის რაგბის სანაკრებო ბაზის და სასტუმროს მშენებლობა (2011-15);
– თბილისის ,,ბასას” სახელობის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საწვრთნელი ბაზის რესტავრაცია (2012-2013);
ს რაგბის სატადიონის მშენებლობა (2012-2015);
– ჩოგბურთის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2012-2019);
– გორის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2015);
ს რაგბის სტადიონის მშენებლობა (2013-2016);
– წყალოსნობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019);
– ქართული ჭიდაობის ფედერაციის საქველმოქმედო დაფინანსების პროგრამა (2013-2019):
– ვარკეთილში რაგბის ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა (2013-2015);
– 2015 წლის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის ხელშეწყობის პროგრამა (2015);
– ქუთაისის სარაგბო ბაზის აკადემიის მშენებლობა (2015-2019);
– დიღმის ,,ლოკომოტივის” ბაზის მშენებლობა (2016-2019);
– თელავის რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
ნუცუბიძის პლატოზე რაგბის სტადიონის მშენებლობა (2016-2019);
– ქ. ზუგდიდში რაგბის სტადიონის და 50 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა (2020-2022);
– შევარდენის სარაგბო კომპლექსის სარეკონსტრუქციო სამუშაოები (2022).
2022 წლის მონაცემებით, ჯამურად, მხოლოდ სპორტის განვითარებისთვის ფონდმა 126 მილიონი დოლარი.
ეს მხოლოდ ქველმოქმედებაა, თორემ რაც სახელმწიფოს მიერ სტადიონები, საცურაო აუზები, სპორტული დარბაზები, სპორტული სკოლები და აკადემიები აშენდა, უზარმაზარი სიაა.
P.S. ნუ აკრიტიკებთ ქველმოქმედებას! მიბაძეთ!”- წერს ამირან სალუქვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეუთოს რეზოლუცია და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ და მთლიანად სახელისუფლებო გუნდი, ამ ბრძოლაშიც მარტოა, ყოველგვარი ოპოზიციური სპექტრის გარეშე