“უბედურება მოხდება”; “გადაარჩინეთ მდ.ვერე”; “არარსებული მაცხოვრებლები გაიყვანეთ 300 ლარად” – მოქალაქეები მერს

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, მოქალაქეები წერენ:
მდ.ვერეში ჩადის 4 თვეა ფეკალიები…გაბაშვილის 11 გაფუჭდა ტუმბო და პატრონი არავინაა
გადაარჩინეთ მდ.ვერე… მიაკითხეთ გაბაშვილის 11 და გაერკვიეთ სიტუაციაში..
SOS❗❗❗.აბო თბილელს ქუჩას უშველეთ❗❗❗….უბედურება მოხდება, 8 და 10 ნომრები განსაკუთრებით საშიშია.
ხალხო, მთაწმინდის უბანს როდისმე, რომელიმე მერი მოხედავს. ლეკიშვილის მერე ყველა მერს როგორ გძულთ ეს უბანი. რუსთაველი არაა მთელი მთაწმინდა. მოხედეთ, მოხედეეეეეთ
მერიას მივმართე დახმარებზე მჭირდებოდა 180 ლარი ავერსის კლინიკაში რომ გადაერიცხათ,და ახლაც ველოდები ამ თანხას კალაძის “მანდაუშკებმა” ვერ გაიმეტეს ეს თანხაც…..განხილვაში არისო თითქოს 18000 ვთხოვე ….
ბარათაშვილის ქუჩაზე ისტორიულ გალავანში კარი რო გამოაჭრევინეთ მაგას რამე გამართლება ააქვს?
მაინტერესებს ბოლო დროს მერიის თანამშრომლებმა გადასასვლელ ხიდზე როდის გაისეირნეთ?? ბანგლადეშშიც აღარ არის მასეთი ჩამყაყებული ადგილები.. იმედია არ ფიქრობთ რომ ეგ ხიდიც “თანამედროვე ხელოვანების ბაზრობაა”. როდემდე უნდა ვითმინოთ ეგ სანაგვე შუა ქალაქში??
გუდაუთის ქუჩას რას ერჩით ერთადერთ სკვერს რომ უნგრევთ
ბატონო კახი იქნებ მუხიანში გამოგვიაროთ და გაიგოთ რა პრობლემებია – ხო შეილება რო უბნებში წყლის სისტემა
მოწესრიგდეს. მესმი რო ჯვპ კერძო კომპანიაა, თუმცა თქვენ ხო შეგწევთ ძალა რო დაავალოთ და შეცვალონ წყლის სისტემა და სუ დატბორილები არ ვიყოთ, ასევე ასფალტი დააგეს და ჩვენც ხო შეილება როგორც ნორმალურ მოსახლეობას გვქონდეს გზა მოწესრიგებული, მარტო არჩევნები ხო არ არის იქნებ მიხედოთ ჩვენ ამ პრობლემას და თხოვნას.
ქალაქის ძველ უბანში, ყავლაშვილის 10. (საპატრიარქოს ამოსახვევი) რატომ არ ხვდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში?? ააა გამახსენდა არარსებული მაცხოვრებლები გაიყვანეთ 300 ლარად და ინტრიგნები დავრჩით!! პროექტში ფული გადაიხადეთ და ჰაერში ყრით ყოველთვე ქირის ფულს. სირცხვილია! ერთხელ მაინც ამოისეირნეთ.
მერიას დღეს იმდენი თანხები შესდის კანონიერი და არაკანონიერი ჯარიმებით, თავისი არსებობის არც ერთ ეტაპზე რომ არ შესვლია. და ამის ფონზე, თბილისის უძველესი და უნიკალური შენობები საშინელ დღეშია. შენობებს რომ თავი დავანებოთ, იქ მაცხოვრებელი ხალხია უკიდურესად საშინელ დღეში. როდემდე უნდა გრძელდებოდეს საქართველოში ხალხის არაფრად ჩაგდება???