უბანი, რომელიც ამბავს გიყვება – „თბილისის აკრები“ უნიკალური მდებარეობითა და არქიტექტურით

ყველა ქალაქის არქიტექტურა თავის ამბავს გვიყვება – როგორია მისი ისტორია, ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება, რა ინტერესები აქვთ მის მოქალაქეებს. თბილისის სწრაფი ურბანიზაცია და გაფართოება მის განვითარებაზე მეტყველებს, თუმცა ამ პროცესს თან ახლავს ქუჩების კიდევ უფრო გადატვირთვა და მოქალაქეების კომფორტზე მორგებული ინფრასტრუქტურის შექმნის საჭიროება, რაც დღეს თბილისის მთავარი გამოწვევაა.
„თბილისის აკრები“ პირველი თვითმყოფადი უბანია, რომელმაც ერთი მხრივ, უპასუხა აღნიშნულ გამოწვევებს და მეორე მხრივ, დედაქალაქში ცხოვრების სრულიად ახალი გამოცდილება შექმნა. ამაში კი წამყვანი როლი შეასრულა უნიკალურმა ადგილმდებარეობამ, სწორმა დაგეგმარებამ და გამართულმა ინფრასტრუქტურამ, რომელიც ფუნქციურ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის მობინადრეებისათვის.
უბანი იმგვარად არის დაგეგმარებული, რომ ფაქტობრივად, მთელი ქალაქი ერთ სივრცეში გაქვს – საცხოვრებელი ზონები, საგანმანათლებლო, სპორტული თუ სავაჭრო ობიექტები, სოციალური სივრცეები, სკვერები, ბაღები, სათამაშო მოედნები, სასეირნო ბილიკები, რომელსაც დასავლეთიდან 90 000 კვ.მ. ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ესაზღვრება.
პროექტზე მუშაობისას არქიტექტორების ამოსავალი წერტილი იყო, შეექმნათ თბილისის იმგვარი გაგრძელება, რომელიც განმუხტავდა ქალაქის ცენტრის გადატვირთულ ქუჩებს და დააკმაყოფილებდა თანამედროვე ადამიანის მთავარ მოთხოვნებს. შედეგად, 62 ჰექტარ ტერიტორიაზე შეიქმნა სრულიად ახალი თვითმყოფადი უბანი, რომლის მხოლოდ 15% აქვს შენობებს ათვისებული, დანარჩენი 85% კი – ბუნებრივი საფარი ან დენდროლოგების მიერ დამატებით გამწვანებული სივრცეებია. „თბილისის აკრებში“ შენარჩუნებული ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი ქმნის უნიკალურ მიკროკლიმატსა და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რომელიც თბილისის მაცხოვრებლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანია.
რატომ არის „თბილისის აკრები“ პირველი თვითმყოფადი უბანი?
ამ კითხვაზე გვპასუხობენ პროექტის არქიტექტორები, რომელთაც შექმნეს უნიკალური საცხოვრებელი ადგილი, სადაც ყველა შესაძლებლობა ახლოსაა.
· გიორგი ჭყონია – მმართველი პარტნიორი, მთავარი არქიტექტორი: „მსგავსი პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. უბანი მდებარეობს ვაკესა და საბურთალოს შორის და აერთიანებს ყველა იმ ფუნქციასა და სერვისს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება.
თვითმყოფადობა გულისხმობს ტერიტორიის სრულ ფუნქციურობას, როდესაც უბნიდან გაუსვლელად შეგიძლია მიიღო ყველა ის სერვისი, რაც ადამიანისთვის როგორც აუცილებელი, ისე სასიამოვნო და კომფორტულია.
შესაბამისად, თვითმყოფადობა ნიშნავს, რომ შენი უბანი არის იმდენად სრულყოფილი, რომ იქიდან გამოსვლა ფაქტობრივად არ გიწევს.
· გიორგი სამხარაძე – პარტნიორი, მთავარი არქიტექტორი: უბანი შეიქმნა ჯანსაღ გარემოში. თან რამდენიმე წუთში ვაკეში ან საბურთალოზე ვართ. ეს ორმაგი სარგებელია, რომელიც ფაქტობრივად ახალი, კომფორტულ ცხოვრების ფორმატს გვთავაზობს. ნაფეტვრების გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი მნიშვნელოვან როლს ასრულებს თბილისის ჰაერის ნაკადის ფორმირებაში. ჩვენი გუნდისათვის ძირითადი გამოწვევა არის ამოცანის იმგვარად ამოხსნა, რომ სივრცით-გეგმარებითმა გადაწყვეტამ მინიმალური ზეგავლენა მოახდინოს არსებულ ლანდშაფტზე და არ შეაფერხოს თბილისისკენ მიმართული ჰაერის ნაკადები.
აკრების თვითმყოფადობა თბილისს განტვირთვაში ეხმარება, ამ გზით დატვირთვა ნაწილდება, ხდება ფუნქციებისა და სერვისების დეცენტრალიზაცია, რაც ადამიანს, რომელიც აქ ცხოვრობს, შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაადგილება შეამციროს.
· დავით დანელია – პროექტების მართვის ხელმძღვანელი, არქიტექტორი: თბილისი ლოგიკურად იზრდება, ითვისებს იმ პერიფერიულ სივრცეებს, რომელიც საშუალებას გაძლევს, სწორი დაგეგმარებით განახორციელო ახალი ურბანული ქსოვილი.
ჩვენ ქალაქს ახალი შენობებით კი არ ვტვირთავთ, არამედ ვავითარებთ მას პერიფერიის ხარჯზე.
რაც მთავარია, „თბილისის აკრები“ ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს. არქიტექტურა ერგება ადგილობრივ გარემოს და არა პირიქით. განაშენიანების მსგავსი პროპორცია ქალაქში არ არსებობს. მსგავსი თვითმყოფადი ტიპის უბნების შექმნით შენს ქალაქს წარმოუდგენლად ეხმარები, რადგან არ ტვირთავ არსებულ სივრცეებს და ქმნი ახალ განაშენიანებას. თბილისი არა მხოლოდ იზრდება, არამედ ვითარდება.
„თბილისის აკრების“ უნიკალური მდებარეობა – ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე, მობინადრეებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და მინიმალური გავლენა გარემოზე, დაბალი განაშენიანება, სერვისებზე ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება ქმნის სრულიად ახალ არქიტექტურულ ტენდენციას, რომელიც ქალაქის სწორად განვითარებას შეუწყობს ხელს.
ამჟამად პროექტი ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა, რაც საშუალებას გაძლევთ, პირველ თვითმყოფად უბანში ბინა სასტარტო ფასად შეიძინოთ. აქცია მხოლოდ 20 სექტემბრამდე გრძელდება და დღეს არსებული ფასი აღარ განმეორდება. შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში დაზოგავთ სოლიდურ თანხას და საცხოვრებლად გადახვალთ „თბილისის აკრებში“, სადაც ყველაფერია, რაც მშვიდი და სრულყოფილი ცხოვრებისთვის გჭირდებათ.
მოასწარი 20 სექტემბრამდე, ბინის შეძენა ქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში სასტარტო ფასად! მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს Tbilisiacres.ge ან დაუკავშირდით „თბილისის აკრების“ ოფისს ნომერზე: +995 (32) 290 05 05
(R)