რუსეთი და აშშ უახლოეს დღეებში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე შეთანხმდნენ — ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ამერიკული მხარის შეთავაზებით, პრინციპში, შეთანხმდა უახლოეს დღეებში უმაღლეს დონეზე ორმხრივი შეხვედრის გამართვა“, — განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, მხარეებმა უკვე დაიწყეს შეხვედრის მომზადებაზე მუშაობა. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრის ადგილი უკვე შეთანხმებულია, თუმცა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ოთხშაბათს წამოაყენა ინიციატივა ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის სამმხრივი შეხვედრის შესახებ, თუმცა მოსკოვმა ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ კონცენტრირებულია ორმხრივ შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან.