“უარს ეუბნებიან 1 მილიონ ადამიანს, თან ისე, აგდებით” – პრეზიდენტი

აუცილებელია სრული მობილიზაცია, რომ ემიგრანტებს მივცეთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების რეალური საშუალება და არა რაც გამოაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, 1 თვით ადრე რეგისტრაცას ჩავატარებთ და… რა რეგისტრაცია, რის რეგისტრაცია, რეგისტრაცია ნიშნავს, რომ ადამიანი ორჯერ უნდა ჩავიდეს დედაქალაქში, საელჩოში, დადგეს რიგში, რაც წარმოუდგენელია. მეორეც, ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, სადარბაზოებში ხომ არ გავუხსნით უბნებს… არავინ ითხოვს, რომ მართლაც ყოველ 50 კაცზე გაიხსნას საარჩევნო უბანი, ესაა რეალური დამოკიდებულება ხელისუფლების, გარეთ მყოფ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მოჰყავს ეს ქვეყანა ტრანსფერებით. ყველა ქვეყანაში, სადაც დიდი რაოდენობით დიასპორაა, 4–5 სხვა ქალაქი რომ იყოს არჩეული, შესაძლებელია, საკონსულოს მისამართი გავრცელდეს რომელიმე შენობაზე, რაც არაა პრობლემა, პარტნიორი ქვეყნები მზად არიან დაგვეხმარონ, დიასპორა მზადაა თავის თავზე აიღოს ასევე. საარჩევნო ლოგიკა არაფერში აქვთ, უარს ეუბნებიან 1 მილიონ ადამიანს, თან ისე, აგდებით, თქვენ არავინ არა ხარ, როგორ არავინ არიან. ეს დიასპორა, ასე იქნება, თუ ისე, ამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, არა იმიტომ რომ რომელიმე პარტიაზე გიჟდება, არამედ იცის, რომ ეს არის ერთადერთი გზა ევროპაზე და მისი პერსპექტივა, ოდესმე დაბრუნდეს ქვეყანაში, არის ის, რომ 26 ოქტომბერს კი უთხრას ევროპას და არა რუსეთს, ს პირობებში, არამხოლოდ ის ახალგაზრდები დარჩენიან, რომელებიც იქ სწავლობენ, არამხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც ახლა იქ ცხოვრობს, არამედ, ყველას ვეუბნები, ვინც ახლა მისმენს, თქვენი შვილები წავლენ, თქვენი ახალგაზრდები და ვის უტოვებთ ქვეყანას?

ასევე დაგაინტერესებთ