უარი “ბარსელონას” და თანხმობა “ნაპოლის” – “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა არჩევანი გააკეთა

“ტოტენჰემის” ნახევარმცველს ჯოვანი ლო სელსოს “ნაპოლიში” გადასვლა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ანტონელო გალო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, არგენტინელი “პარტენოპეის” ზამთარში იჯარის წესით შეუერთდება.
“ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის, ლო სელსომ არჩევანი იტალიურ გუნდზე გააკეთა, სავარაუდოა, რომ გუნდები შეთანხმებას იჯარაზე მიაღწევენ.
შეგახსენებთ, ლო სელსო “ტოტენჰემს” “პარი სენ ჟერმენიდან” შეუერთდა, 27 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების განაცხადში მოხვდა, თუმცა ტრავმის გამო მუნდიალზე თამაში ვერ მაოხერხა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში