უამინდობის გამო, შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
“საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.