უამინდობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო

ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე თვითმფრინავი ვერ მიიღო.
მოსკოვი-თბილისის რეისი, თბილისის ნაცვლად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. “ეარ დილიჯანის” საჰაერო ხომალდი, რომელიც ერევანი-თბილისის რეისს ასრულებდა, უკან – ერევანში გაფრინდა. ხოლო ავიაკომპანია “აზალის” ბორტი, რომელიც ბაქო-თბილისს ასრულებდა, ასევე უკან – ბაქოში დაბრუნდა. უკან დაბრუნდა “ქეშმ ეირიც”, რომელიც თეირანიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა. სტამბოლი-თბილისის რეისი გადამისამართდა ტრაპზონში.
სხვა რეისების შესრულებას, ამ ეტაპზე, პრობლემა არ შეჰქმნია.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველა ინსტანციამ დაადასტურა, რომ არავითარი გაყალბება, ან რაიმე მნიშვნელოვანი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ ყოფილა, ეს პირველ რიგში დაადგინა ეუთო/ოდირმა, რომელმაც უარყო რადიკალური ოპოზიციის ხუთივე ძირითადი ბრალდება