უამინდობის გამო ზუგდიდისა და ფოთის სკოლებში სწავლა შეჩერდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედი 51 საჯარო სკოლიდან სამში სასწავლო პროცესი ორი დღით შეწყდა.
როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ განუცხადა, სოფელ ჯუმის, სოფელ აბასთუმნის და სოფელ ოდიშის პირველ საჯარო სკოლებში.
მისი თქმით, უხვი ნალექისა და მოყინული გზების მიზეზით მოსწავლეები სკოლაში მისვლას ვერ ახერხებენ.
მისი სიტყვებით, დანარჩენ მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, სწავლა არ გადადებულა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში.
24 თებერვალს სასწავლო პროცესი შეჩერდა ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ფოთის მერიის ცნობით, „უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება“.
მერიების ცნობით, მუნიციპალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – ელენე ხოშტარიას 1 წელი და 6 თვე მიუსაჯეს იმისთვის, რომ არ აღიარა, არ ითანამშრომლა, წინააღმდეგობა გაწია – ეს ერთგვარი მუქარაა ყველასთვის, თუმცა ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ტყვეებით ვაჭრობა არ შედგება!