უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი კვლავ გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
„საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
26 თებერვალი:
№ 804 თბილისი – ;
№801 – თბილისი;
№869 ზუგდიდი-თბილისი;
№874 თბილისი –;
№617 ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი – ბორჯომი;
27 – 28 თებერვალი:
№ 854 თბილისი-ოზურგეთი;
№ 853 ოზურგეთი-თბილისი;
№ 6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№ 6353/6354 ქუთაისი -რიონი;
№ 682/681 ქუთაისი- ბათუმი;
№ 684/683 ქუთაისი-ბათუმი;
№ 613/614 ბათუმი-ოზურგეთი;
№618/617 თბილისი – ბორჯომი;
№685 ბორჯომი-თბილისი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აგინაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა