უამინდობა კახეთში – ინტენსიური თოვის გამო, თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

უამინდობა კახეთის რეგიონში – ინტენსიური თოვის გამო, შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი თელავში. მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ გზებს. დაიყარა ტექნიკური მარილი.
გომბორი-თბილისის საავტომობილო გზაზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს, თუმცა შუამთის მონაკვეთზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც მძღოლებს უამინდობასა და მოსალოდნელ საფრთხეებზე აფრთხილებს. ასევე, საპატრულო პოლიცია მძღოლებს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ სეზონისთვის შესაბამისი საბურავებით.
“ნალექი თოვლის სახით, მნიშვნელოვანი რაოდენობით, კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან მოვიდა, ძირითადად, თელავის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება სამუშაოებს – ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე. რაც შეეხება შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზას, კერძოდ, თელავი-ვაზიანი-გომბორის მონაკვეთს – მოძრაობა შესაძლებელია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის სეზონის შესაბამისი საბურავების ქონის შემთხვევაში,”- აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები