უამინდობაა ამერიკაში. შტატებში ტემპერატურა მკვეთრად შემცირდა. კოლორადოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ქვეყნის უმეტესი ნაწილი მოიცვა ე.წ.-მა არქტიკულმა აფეთქებამ (ციმბირში წარმოქმნილი ძალიან ცივი ჰაერის მასების, ჩრდილოეთ პოლუსის გავლით, კანადასა და აშშ-ში გავრცელება).
ჩრდილოეთ შტატებში ათიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სინოპტიკოსები უამინდობას მომდევნო დღეებშიც პროგნოზირებენ.
განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი სამხრეთ და შუა ატლანტიკურ შტატებში.