უამინდობამ ყვარლის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა – დაისეტყვა სოფელი შილდა

უამინდობამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. წინასწარი ინფორმაციით დასეტყვილია სოფელი შილდა. სტიქიამ სასოფლო – სამეურნეო სავარგულების ნაწილი დააზიანა.
ადგილობრივების თქმით, სეტყვა 15 წუთს გრძელდებოდა და ქარი ახლდა, რამაც გაანადგურა ერთწლოვანი კულტურები.
რა ზიანი მიადგა ვენახებს, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რადგან უამინდობა გრძელდება და ფერმერები ადგილზე მისვლას ჯერ ვერ ახერხებენ.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა მოგვიანებით გაირკვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს მისვლას ამერიკის საელჩოში, დადებითი წერილით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი – ასეთი გზავნილები გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ ურთიერთობები შეიძლება მალე გადაიტვირთოს