უამინდობამ თელავი დააზარალა. სეტყვა და ქარი იყო თელავის მუნიციპალიტეტში – ამ დროისთვის თელავში ისევ ძლიერი წვიმაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვას თან ახლდა ქარიც. უამინდობის შედეგად, საკარმიდამო ნაკვეთებში სასოფლო – სამეურნეო კულტურები დაზიანდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა მდგომარეობაა სოფლებში.
