„ტყუილი ამბავია, მეგობრებო“ –

„ტყუილი ამბავია, მეგობრებო“ –
„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლის ღიად თუ ნახევრად ღიად მსურველები, კონტექსტიდან ამოგლეჯილად აცხადებენ, თითქოს ანგარიში პროდასავლურ პარტიებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ტყუილი ამბავია, მეგობრებო. სინამდვილეში, ანგარიშის იმავე და სხვა მუხლებში ნათლადა მიუთითებული, რომ ადგილობრივი უნდა ჩატარდეს შემდეგი პირობებით:
გაუმჯობესებული საარჩევნო გარემო;
მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია;
სრულფასოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი მონიტორინგის უზრუნველყოფა;
შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
ის, რომ თვითმმართველობის ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს, როგორც ერთიანობის შანსი, სრუიად ვეთანხმები. ოღონდ ეს სრული ბოიკოტის გამოცხადებაში და არმონაწილეობაში უნდა გამოიხატოს, ვიდრე ზემოთქმული პირობები არ დაკმაყოფილდება. ამას დამატებული ჩვენი მყარი გადაწყვეტილება ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე.
არც ერთი ეს პირობა ამჟამად შესრულებული არ არის, პირიქით, საარჩევნო გარემო გაუარესდა.
აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, ანგარიშის ეს მონაკვეთი ყოფილიყო უფრო მკაფიო, რათა არც თუ სინდისიერ წამკითხველსა და ინგლისურიდან მთარგმნელს ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ მისცემოდა.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საკითხზე პირდაპირი მოწოდებაც რომ იყოს მონაწილეობის თაობაზე (და ნამდვილად არ არის), კოალიცია ამ საკითხში სრულიად ჩამოყალიბებულია და არ აპირებს შესვლას წინასწარ გაყალბებულ და სამშობლოს დამაზიანებელ კამპანიაში.
წერტილი.“

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“