ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში – ლაშა ჯოხაძე

ლაშა ჯოხაძე მის მიმართ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან საქართველო დატოვა და საფრანგეთში ითხოვს თავშესაფარს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას უარყოფს.
„ტყუილია, მე ვარ დასაქმებული ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების  მართვის სამსახურში, მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვარ. ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას?! ვის დასჭირდა?! სისულელეა რა, აბსურდი. ვიღაცამ ხო დადო ეს სისულელე, ალბათ გავარკვევთ ხო ამას“, – ამბობს ლაშა ჯოხაძე.
Previous: Foreign Policy: -ის სახმელეთო ოპერაციის არცერთი ვარიანტი ირანში წარმატებული არ იქნებაNext: გაერთიანებული “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა და ეკუთვნის ყველა მოქალაქეს – 26 მაისს ისედაც ქუჩაში ვართ და ვზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს