ტყუილად ჰგონიათ რადიკალებს, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ვინმე რაიმე თაღლითურ პუნქტს “შეაცურებს” – “ნაცოპოზიციის” შარლატანები საწადელს ამჯერადაც ვერ მიაღწევენ

ტყუილად ჰგონიათ რადიკალებს, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ვინმე რაიმე თაღლითურ პუნქტს “შეაცურებს” – “ნაცოპოზიციის” შარლატანები საწადელს ამჯერადაც ვერ მიაღწევენ
ტყუილად ჰგონიათ რადიკალებს, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ვინმე რაიმე თაღლითურ პუნქტს “შეაცურებს”. ნაცოპოზიციის შარლატანები საწადელს ამჯერადაც ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” განიზრახა, რომ პატიმრების რაოდენობა, საბოლოო ჯამში, შემცირდეს 1/3- ით, რათა ქვეყანა მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს. რაც შეეხება კანონპროექტში ცვლილებებს, ანალიტიკოსის განცხადებით, ცვლილებები შესაძლოა მხოლოდ სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე შევიდეს.
“ტყუილად ჰგონიათ რადიკალებს, რომ დაგეგმილი მასშტაბური ამნისტიის შესახებ კანონპროექტში ვინმე რაიმე თაღლითურ პუნქტს “შეაცურებს”. ნაცოპოზიციის შარლატანები საწადელს ამჯერადაც ვერ მიაღწევენ.
კანონპროექტში ცვლილებები შეიძლება შევიდეს მხოლოდ სამართლებრივი და მორალური არგუმენტების საფუძველზე.
“ქართულმა ოცნებამ” განიზრახა, რომ პატიმრების რაოდენობა, საბოლოო ჯამში, შემცირდეს 1/3- ით, რათა გაჩნდეს შანსი, ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტს.
1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად. საბოლოო ჯამში, ამნისტია, მუხლები, რომლებიც უკვე მითითებულია ამნისტიაში, ეხება 5 000-მდე პატიმარს.” – წერს აბაშიძე.
Previous: მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც