ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს

“ბაიერნის” მთავარი მწვრთნელს თომას ტუხელს მხოლოდ პრემიერლიგაში მუშაობა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, სეზონის დასრულების შემდეგ გერმანელი სპეციალისტი “რეკორდმაისტერს” დატოვებს.
ჟურნალისტის ცნობით, თუ ტუხელს შემოთავაზებები ინგლისის პრემიერლიგიდან არ ექნება, არ არის გამორიცხული, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დროებით ჩამოშორდეს.
50 წლის სპეციალისტის სახელს “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.

ასევე დაგაინტერესებთ