ტური მოსაწყენი მატჩებით და ორი გაძევებით დასრულდა

ეროვნული ლიგის მერვე ტურში დარჩენილი ორი მატჩი გაიმართა.
„დილასა“ და ს „დინამოს“ ნაკლებად სანახაობრივი შეხვედრა 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მსაჯმა პირველ ტაიმში მცირე შეხლა-შემოხლისთვის მასპინძელი ბოჭორიშვილი და სტუმარი კუტალია გააძევა. ბათუმელები „იბერია 1999“-თან ერთად ლიდერები არიან, გორელები კი 17 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
თბილისის „დინამო“ მიმდინარე სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს, ამჯერად საკუთარ მოედანზე „კოლხეთის“ დამარცხება ვერ შეძლო (0:0) და 9 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო ფოთელები ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მეხუთე პოზიციაზე არიან.
დილა – დინამო (ბთ) 0:0
გაძევება (19, ბოჭორიშვილი, დილა), კუტალია (19 დინამო ბთ)
დინამო (თბ) – კოლხეთი 0:0