ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალმა 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოში, 2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კვარტალურ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 807.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 39.6%-ით (229 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს კი +1.5%-ით (12.3 მლნ. აშშ. დოლარით).
უწყების ცნობითვე, მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის აქტიური მარკეტინგული კამპანიების შედეგად საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ