ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს – რომელ ქვეყნებში ეცნობიან საქართველოს?

ევროპის, აზიისა და ამერიკის 31 ქვეყანაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო
მარკეტინგული კამპანია დაიწყო. სტრატეგიულ ბაზარზე მარკეტინგული აქტივობები მოიცავს:
· ციფრულ კამპანიებს სოციალურ ქსელებში, ტელევიზიაში, რადიოსა და პოდკასტებში;
· PR აქტივობებს: პრესრელიზებს, ინტერვიუებს;
· B2B შეხვედრებს, ონლაინ ვებინარებსა და ტრენინგებს;
· მედიისა და ინფლუენსერებისთვის ორგანიზებულ პრესტურებს;
· გარე სარეკლამო აქტივობებს — ბანერებსა და ავტობუსების ბრენდინგს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში.
საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 11 ქვეყანაში მასშტაბური აქტივობები ტარდება, ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებზე წარმოდგენილია 4 საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია. ევროპის ქვეყნებში, კერძო სექტორის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებსა და ვებინარებში, დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ასობით ტურისტულ კომპანიასთან და მედიის წარმომადგენელთან.
მიმდინარე აქტივობები:
ევროპა – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, შვედეთი, ნორვეგია, , იტალია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, უნგრეთი, სერბეთი.
აქტივობები მოიცავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას (ITB Berlin, Resa Paris, Fitur, BIT Milan), პრესტურებს, სტატიებს საერთაშორისო გავლენიან გამოცემებში (Vogue, GQ, Financial Times, National Geographic Traveller, Conde Nast Traveller და სხვ.), ასევე ინტენსიურ B2B და PR კამპანიებს.

ჩინეთი – ITB China საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, B2B და B2C კამპანიები (WeChat, Weibo,REDnote), Roadshow-ები და China Ready ტრენინგები.
ინდოეთი – გამოფენები, სტატიები წამყვან გამოცემებში (Conde Nast, Travel+Leisure, Elle), ციფრული გარე რეკლამა, Roadshow-ები და Sales Mission-ები.
ახლო აღმოსავლეთი – არაბთა გაერთიანებული საამიროები, ქუვეითი, .
ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანია მოიცავს როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ მედიას, მონაწილეობას ტურისტულ გამოფენებში (ATM Dubai) და მასშტაბურ B2B შეხვედრებს.
ჩრდილოეთი ამერიკა, აზია, ავსტრალია: – მონაწილეობა NY Travel Show-ზე, სტატიები GQ, Vogue, Conde Nast Traveller-ში; კანადა, იაპონია, ინდონეზია, ავსტრალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა – თემატური
პრესტურები და მედია აქტივობები.