“ტულუზა” – პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ

ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში „ტულუზას“ და პსჟ-ის მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. თავიდან ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ტულუზა – პსჟ

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში