ტრენტმა ტრუსი ჩაიწია და საგოლე პასიც გააკეთა

პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში “ლივერპულმა” გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა, 34 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ “არსენალს” 2 ქულით ჩამორჩება და შემდეგ მატჩს 9 დეკემბერს ლონდონში “კრისტალ პალასთან” ჩაატარებს.
“შეფილდთან” შეუცვლელად ითამაშა “ლივერპულის” მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და საგოლე გადაცემა გააკეთა – მის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ვირგილ ვან დეიკმა ანგარიში გახსნა. ვიდრე კუთხურს ჩააწვდიდა, ტრენტმა ტრუსი ჩაიწია და ტელეტრანსლაციისას ეს კადრი ეთერში მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში