“ტრამპს რა უნდა უთხრან? ქართველების დასჯა იმიტომ გვინდა, რომ რაც შენ გქონდა საარჩევნო კამპანიის პროგრამაში და რითიც აშშ-ში არჩევნები მოიგე, ის დაპირებები სისრულეში რომ მოიყვანა საქართველოს მმართველმა გუნდმა, ზუსტად მაგისთვის ვსჯითო?”- წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე.
გამჭვირვალობის კანონი
ტრამპი ეწინააღმდეგება ენჯეოების უკანონო დაფინანსებას, შავ ფულს რეპუტაცია შელახულ ფონდებში, კორუფციას ენჯეო სექტორში, ამერიკელი გადამხდელების ფულის მითვისებას ენჯეო სინდიკატების გავლით
ბავშვებში ჰომოსექსუალების გარყვნილი პროპაგანდის აკრძალვა
ტრამპის კამპანიის მთავარი დაპირებაა, ბავშვებში გარყვნილი პროპაგანდის აკრძალვა! მისი გუნდის წევრები არა ერთხელ საჯაროდ აფიქსირებენ, რომ კაცი-კაცია და ქალი-ქალი! ოჯახური სიწმინდის დაცვა! ტრამპის გუნდის წევრები ამზადებენ გენდერის დაცვის კანონპროექტს
მშვიდობა და უარი საქართველოს ომში ჩარევაზე
ტრამპის დაპირებაა, გლობალური მშვიდობა დამყარდეს მსოფლიოში! დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, აშშ-მ შეწყვიტოს კონფლიქტების ხელოვნური გაღვივება
ეს არის ფაქტები და ის, რასაც 20 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაცია განახორციელებს. პოლიტიკაში მთავარია ინტერესების თანხვედრა, დანარჩენი პოლიტიკური კეკლუცობაა! ის რასაც ტრამპი ამერიკელ ხალხს დაპირდა, ქართულმა ოცნებამ საქართველოში განახორციელა! ამიტომაა, რომ ჩქარობენ მანქურთები, იციან ტრამპის პოლიტიკა მმართველ გუნდთან მიმართებაში როგორიც იქნება (ტრამპი ორბანს უფრო დაუჯერებს, რომელიც რეალობას აუხსნის, ვიდრე კიკიმორა ზურაბიშვილს) და ინაუგურაციამდე უნდათ საქართველოში არეულობების მოწყობა, რასაც ისინი ვერასოდეს შეძლებენ, სულ რომ ზელენსკიზე გასკდნენ
ქართველი ხალხი ჯერ კიდევ გაკვირდებით აქ მყოფ უცხო ქვეყნის აგენტ მანქურთებს, გიყურებთ და ნუ ეცდებით გაგვაბრაზოთ, არ მოგეწონებათ! არ გინახივართ გაბრაზებულები და არც გირჩევთ! გახსოვდეთ, რომ საქართველოს 1 200 000 მოქალაქე თქვენი მოწინააღმდეგეა! ცოტა ორთქლს დაუწიეთ, შეეგუეთ არჩევნებში დამარცხებას და გვეხვეწეთ მანდატები არ გაგიუქმოთ (ზოგს დაწყებული აქვს). მშვიდად, მშვიდად!”- წერს სამხარაძე.