ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ

ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ. ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება. თეთრი სახლის ექსლიდერი, ნობელის პრემიაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა კლაუდია ტენიმ უნდა წარადგინოს.
„დონალდ ტრამპმა ხელი შეუწყო შუა აღმოსავლეთში პირველი ახალი სამშვიდობო შეთანხმებების დამყარებას თითქმის 30 წლის განმავლობაში. ათწლეულების მანძილზე ბიუროკრატები, საგარეო პოლიტიკის „პროფესიონალები“ და საერთაშორისო ორგანიზაციები ამტკიცებდნენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამშვიდობო შეთანხმებები შეუძლებელი იყო ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის გარეშე.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის. ჩემთვის პატივია ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დასახელება და მსურს, რომ მან მიიღოს ის აღიარება, რასაც ის იმსახურებს“, – აცხადებს კლაუდია ტენი.
ინფორმაციისთვის, საუბარია ისრაელ-საამიროების სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ანუ აბრაამის შეთანხმებაზე.
2020 წელს და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეთანხმდნენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე.
Fox News აღნიშნავს, რომ ტრამპი რამდენჯერმე იყო წარდგენილი აბრაამის სამშვიდობო შეთანხმების ჯილდოზე, მაგრამ არასოდეს მიუღია ჯილდო მისი პრეზიდენტობის დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა