ტრამპმა 18 აგვისტოს ზელენსკი ვაშინგტონში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ის ორშაბათს, 18 აგვისტოს ვაშინგტონში დაპატიჟა, რათა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შედეგები განიხილოს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა – ამერიკა – რუსეთის სამმხრივი შეხვედრის თაობაზე. უკრაინა ხაზს უსვამს: საკვანძო საკითხების განხილვა ლიდერების დონეზე უნდა მოხდეს და სამმხრივი ფორმატი საამისოდ გამოდგება. ყველა დეტალი მკვლელობებისა და ომის დასრულების შემდეგ ვაპირებ განვიხილო პრეზიდენტ ტრამპთან ვაშინგტონში ორშაბათს. მადლობა მოწვევისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების ყველა ეტაპზე ევროპელებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე