ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადის და ალუმინის 25%-ით დაბეგვრის განკარგულებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმპორტირებული ფოლადისა და ალუმინისთვის 25%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების განკარგულებას.
10 თებერვალს, თეთრ სახლში დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ -ს ფოლადის და ალუმინის ადგილზე წარმოება სჭირდება, ქვეყანაში მრეწველობის დაბრუნების დროა და ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.
შეერთებული შტატებისთვის ფოლადის და ალუმინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან მეზობელი კანადა და მექსიკა. ასევე, სამხრეთ კორეა.
კანადის ონტარიოს პროვინციის გუბერნატორმა დაგ ფორდმა დაადანაშაულა ორიენტირების შეცვლასა და ქაოსში, რომელიც საფრთხეს უქმნის ეკონომიკას. ონტარიოს პროვინცია კანადაში ფოლადის წარმოების ძირითადი ადგილია.
საბაჟო გადასახადის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ფოლადის და ავტომობილების მწარმოებელი სამხრეთკორეული კომპანიების აქციების კურსის ვარდნა გამოიწვია.
ფორუმი