ტრამპმა საარჩევნო შეხვედრა ნიუ-იორკში, ჰარისმა კი ფილადელფიაში გამართა

კვირას, რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში, “მედისონ სქვეარ გარდენში” წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაატარა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება, შეხვედრა ყოფილი პრეზიდენტის მომხრეების “ვულგარული და რასისტული” კომენტარებით დაიწყო.
ნიუ-იორკში ათწლეულების განმავლობაში ცნობილი ტრამპი იმედოვნებდა, რომ ამ პოპულარულ ადგილს დემოკრატ კანდიდატ ს საწინააღმდეგო დასკვნითი არგუმენტების წარმოსადგენად გამოიყენებდა.
„მინდა დავიწყო ძალიან მარტივი კითხვით. ახლა თქვენი საქმეები უფრო უკეთაა, ვიდრე ოთხი წლის წინ?“, ტრამპმა თავისი სიტყვა ამით დაიწყო. აუდიტორიამ იყვირა: „არა“.
ტრამპი გადავიდა დაპირებაზე, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქვეყანაში კრიმინალების შემოსვლას შეაჩერებს” და ჰარისს „ძალიან დაბალი IQ-ს მქონე პიროვნება” უწოდა.
ღონისძიებაზე გამოსულებმა, რასისტული და ქალთმოძულე ენა გამოიყენეს.
რუდი ჯულიანიმ, ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა და ტრამპის ყოფილმა პერსონალურმა ადვოკატმა, ყალბი განცხადება გააკეთა, თითქოს, ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტში ჰარისი „ტერორისტების მხარეს“ იყო და პალესტინელების შეერთებულ შტატებში შემოყვანა სურდა.
კომიკოსმა ტონი ჰინჩკლიფმა დაუფიქრებელი ლექსიკა გამოიყენა, როდესაც იხუმრა რომ ლათინოებს „ბავშვების კეთება უყვართ“ და პუერტო-რიკოს, კარიბის ზღვაში -ის ტერიტორიას, „მოტივტივე ნაგვის კუნძული“ უწოდა.
პუერტო-რიკოელმა მომღერალმა რიკი მარტინმა კომენტარების ვიდეო „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა და ესპანურ ენაზე მიაწერა, „ეს არის, რასაც ჩვენზე ფიქრობენ.“
ჰარისი კი კვირას პენსილვანის შტატში, ფილადელფიაში პუერტო-რიკოულ რესტორანს ეწვია, რათა ადამიანები წაეხალისებინა ხმა მიეცათ. პენსილვანია საპრეზიდეტო არჩევნებში ერთ-ერთი გადამწყვეტი შტატია. მან სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც პირობას დებს, რომ პრეზიდენტის რანგში, „პუერტო-რიკოს მომავალში ინვესტიციას ჩადებს“.
ჰარისის კამპანიამ ელექტრონულ შეტყობინებაში თქვა, რომ “მედისონ სქვეარ გარდენში” გამართული შეხვედრა, ტრამპის „იგივე დამყოფ და დამამცირებელ გზავნილს იმეორებდა“.
დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა ტრამპს ბრალი დასდო, რომ “მედისონ სქვეარ გარდენში” 1939 წელს გამართული პრო-ნაცისტური შეკრების „განმეორება“ მოაწყო.
ტრამპმა 1930-იან წლებთან შედარება უარყო.
ტრამპის საარჩევნო შეხვედრაზე სცენაზე ილონ მასკის გამოჩენას, რომელიც ტრამპის ხელახლა არჩევას თავისი X სოციალური პლატფორმით და ფულადი სახსრებით უჭერს მხარს, აუდიტორია შეძახილებით „ილონ“ შეხვდა.
„ეს არის ის დადებითი ენერგია, რაც ამერიკას ახასიათებს“, – თქვა მასკმა.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ მეტოქე კანდიდატებს, მერყევ შტატებში, რომლებიც ს ბედს გადაწყვეტს, თითქმის თანაბარი პოზიციები აქვთ. ადრეული ხმის მიცემით და ფოსტით ხმის მიცემით, არჩევნებში 38 მილიონი ხმა უკვე მიცემულია.