ტრამპმა რიჩარდ გრენელი საგანგებო დავალებათა დესპანად დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაზვერვის ყოფილი უფროსი რიჩარდ გრენელი საგანგებო დავალებათა დესპანის პოსტზე წარადგინა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა.

ტრამპის თქმით, გრენელი “იმუშავებს მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში”, მათ შორის ვენესუელასა და ჩრდილოეთ კორეაში. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის “გააგრძელებს ბრძოლას მშვიდობისთვის ძალის გამოყენებით”. როგორც “როიტერსს” განუცხადა წყარომ, გრენელი ყურადღებას გაამახვილებს ასევე ბალკანეთში არსებულ დაძაბულობაზეც.
ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გრენელი ასევე იყო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხში.
-ის საპრეზიდენტო ს წინ გრენელი მოიაზრებოდა მთავარ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე, რომელზეც ტრამპმა უპირატესობა სენატორ მარკო რუბიოს მიანიჭა. გრენელი ასევე განიხილებოდა უკრაინის ომში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე, მაგრამ არჩევანი საბოლოოდ თადარიგის გენერალ-ლეიტენანტ კით კელოგზე შეჩერდა.
ფორუმი