ტრამპმა ნატოს ხელმძღვანელს უთხრა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას თქვა, რომ -ს გრენლანდია სჭირდება, რადგან კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დებატებში მას არ სურს ნატოს ჩათრევა.
თავის განცხადებით, დონალდ ტრამპმა, ნათქვამია Reuters-ის სააგენტოს ცნობაში, გაამწვავა არქტიკის სტრატეგიული კუნძულის ანექსიის მცდელობის კამპანია

„იცით, მარკ ეს გვჭირდება, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ბევრი საყვარელი მოთამაშე გვყავს, სანაპიროს გარშემო რომ მოძრაობენ და ფრთხილად უნდა ვიყოთ“ – უთხრა ტრამპმა რიუტეს თეთრს სახლში, ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკების დროს. „თქვენთან ვისაუბრებთ“ – თხრა ტრამპმა სტუმარს. პირდაპირ შეკითხვაზე ანექსიის პერსპექტივის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ „ვფიქრობ, ეს მოხდება“.
20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპმა გრენლანდიის ანექსია თავის ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია. 13 თებერვალს მან თქვა, რომ ნატომ შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს კუნძულის – დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის დაკავების მცდელობაში.
ამ კომენტარებს მწვავე უარყოფა მოჰყვა გრენლანდიის პრემიერმინისტრის მხრიდან.

“აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა ჩვენი ანექსიის იდეა”, – წერს ფეისბუქის პოსტში მუნე ეგედე, რომელიც თანამდებობას დატოვებს ამასწინანდელი ს შემდეგ, “საკმარისია!”

ნატოსა და დანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ვაშინგტონში დაუყოვნებლივ არ უპასუხეს თხოვნას კომენტარისთვის.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გრენლანდიელთა უმეტესობა ეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებთან შეერთებას, თუმცა უმეტესობა დანიისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მომხრეა.

გრენლანდიის ოპოზიციურმა პარტიამ Demokraatit-მა, რომელსაც სურს დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცადოს, გაიმარჯვა 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში. ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნები კარგი იყო აშშ-სთვის.

ფორუმი