ტრამპმა მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცი გაათავისუფლა – რით იყო უკმაყოფილო?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან მაიკ უოლცის გათავისუფლება მისი მოქმედებების მიმართ უკმაყოფილების გამო გადაწყვიტა, მათ შორის იყო ირანზე თავდასხმის მხარდაჭერა. ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
როგორც გამოცემა წერს, უოლცის გათავისუფლება ტრამპმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მარტში The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში დაამატა, სადაც იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ. ამასთან, ანონიმური წყაროების თქმით, მხოლოდ ეს არ იყო უოლცის გათავისუფლების მიზეზი. ცნობილია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველს კონფლიქტი ჰქონდა გუნდის სხვა წევრებთანაც.
გარდა ამისა, წყაროების თქმით, უოლცმა გააღიზიანა ტრამპი ს პრემიერ-მინისტრის ს ოვალურ კაბინეტში ვიზიტის დროს. კერძოდ, მაშინ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დადგა დრო ირანზე იერიშის მისაყენებლად.
როგორც The Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, უოლცი ინტენსიურად განიხილავდა ნეთანიაჰუსთან ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს.
„უოლცს სურდა -ის პოლიტიკის იმ მიმართულებით წარმართვა, რომელიც არ აწყობდა ტრამპს. ეს მიმართულება გულისხმობდა იმას, რომ ამერიკული მხარე უარს იტყოდა ირანის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობაზე. ეს მივიდა ტრამპამდე და პრეზიდენტი უკმაყოფილო იყო“, – თქვა წყარომ.
შეგახსენებთ, რომ მაიკ უოლცის გათავისუფლების შესახებ ცნობილი პირველ მაისს გახდა. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპმა განაცხადა, რომ უოლცს გაერო-ში აშშ-ის ელჩად წარადგენდა.
1tv.ge