ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული, 170 მილიონი დოლარი შეაგროვა – The Guardian

ტექნიკურმა გიგანტებმა Google-მა და Microsoft-მა 1 მილიონი დოლარი შესწირეს -ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს, მას შემდეგ რაც თანხები გაიღეს სხვა მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Amazon, Meta, OpenAI და Uber. ამის შესახებ The Guardian წერს.
საერთო ჯამში, ტრამპის ინაუგურაციის ფონდმა უკვე მოაგროვა რეკორდული $170 მილიონი.
„Google მოხარულია, მხარი დაუჭიროს 2025 წლის ინაუგურაციას YouTube-ზე პირდაპირი სტრიმინგისა და პირდაპირი ბმულის მეშვეობით ჩვენს მთავარ გვერდზე. ჩვენ ასევე თანხებს ვწირავთ ინაუგურაციის ფონდს“, – თქვა კარან ბჰატიამ, Google-ის სამთავრობო საქმეთა ხელმძღვანელმა.