ტრამპმა და ზელენსკიმ პროდუქტიული დისკუსია გამართეს – თეთრი სახლი

თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის, სტივენ ჩუნგის განცხადებით, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტ სთან პაპ ფრანცისკეს დაკრძალვამდე ძალიან პროდუქტიული საუბარი ჰქონდა.
“პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი ზელენსკი დღეს პირადად შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – აღნიშნა სტივენ ჩუნგმა.
ცნობისთვის, ორი ქვეყნის ლიდერი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ვატიკანში ჩავიდა. დღეს პაპ ფრანცისკენ უკანასკნელ გზაზე გააცილებენ. პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ. ამის შემდეგ კი კათოლიკურ სამყაროში ცხრა დღიანი გლოვა დაიწყება.